დაგვირეკეთ ნომერზე
Covid-19-ის გამოწვეულმა შეზღუდვებმა ავტოსექტორში ვარდნა გამოიწვია. თუმცა, საბოლოო ჯამში, სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გაჩენის წყალობით, ინდუსტრია გამარჯვებული დაბრუნდა. ზრდის იმპულსის შესანარჩუნებლად, ავტობაზარი ბევრ ახალ ტენდენციას ითვისებს, რაც მოიცავს გზას ციფრული გაყიდვების გაზრდიდან და მეორადი მანქანების ბაზრის გაფართოებიდან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზომების გაზრდამდე.
„ციფრული გაყიდვების ზრდა, SUV-ების დომინირება, ალტერნატიული მობილურობა და მფლობელობა, მეორადი მანქანების მიმღებლობის გაზრდა, არის ტენდენციები, რომელიც სექტორში 2023 წელს დომინირებს“, - რაჯატ მაჰაჯანი, Deloitte India-ს პარტნიორი.
არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ადამიანები მანქანების შეძენისა და გამოყენების წესს იცვლიან და სწორედ ამიტომ, როგორც ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილების მწარმოებლებმა განიხილონ, თუ თავად როგორ ცვლიან მობილურობას. ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც მართვის მოწმობას ფლობენ, საკმაოდ დაღმავალი ტრაექტორიით მიდის, როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე სხვა ქვეყნებშიც - და ეს ტენდენცია მანამდეც კი შეიმჩნეოდა, სანამ პანდემია ჩაერთვებოდა საქმეში.
მანქანის ტარებასთან დაკავშირებული მზარდი ხარჯები და ცხოვრების ღირებულების ზრდა დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ ადამიანების ნაწილს ურჩევნია საერთოდ არ ჰყავდეთ მანქანა, ისეთ დიდ ქვეყნებში, სადაც სატრანსპორტო სისტემა (საზოგადოებრივი ტრანსპორტი) ძალიან მოწესრიგებულია. მაგალითად, ინგლისში, სავარაუდოდ, წელიწადში 3000 ფუნტი (3700 აშშ დოლარი) ჯდება მანქანის შენახვა, რაც მცირე თანხა ნამდვილად არ არის.
მანქანების მფლობელებში ასევე საკმაოდ გაიზარდა ეკოლოგიური ცნობიერება, რამაც გამოიწვია ავტომობილების გაზიარების სერვისებით სარგებლობის ზრდა, რადგან ეს დაახლოებით 40%-ით იაფი და ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის, ვიდრე ცალკეული საკუთარი მანქანის ფლობა და მართვა. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც მეტი ადამიანი მუშაობს სახლიდან, ბევრს მიაჩნია, ოფისში წასვლა კვირაში რამდენიმე დღე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო კომფორტულია. საბოლოო ჯამში, ავტომობილების მწარმოებლებმა უნდა განიხილონ, თუ როგორ აყალიბებს ეს სოციალურ-ეკონომიკური ტენდენციები ინდუსტრიის მომავალს.
მეორადი მანქანების შეძენისა და ფლობის მაჩვენებელი საგრძნობლად იმატებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეორადი ავტომობილის ახალი მანქანის თანაფარდობა ამჟამად 1.4:1-თან არის და სავარაუდოდ, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 2:1-თან გახდება. ეს ტენდენცია განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ხელმისაწვდომობა და პრიორიტეტების ცვლილება ადამიანის ფსიქოლოგიაში. გარდა ამისა, სხვადასხვა სერვისი მაქსიმალურმა გაციფრულებამ, მაგალითად ისეთის, როგორიც მეორადი ავტომობილების ონლაინ ბაზრობაა, საკმაოდ გაამარტივა თავად ავტომობილის მოძიებისა და შეძენის პროცესი.
ახალი ეპოქის მსყიდველობითუნარიანი სეგმენტი ელის უპრობლემო და სასიამოვნო გამოცდილებას მთელი მოგზაურობის განმავლობაში, იქნება ეს ავტომობილის შესყიდვა, ქირაობა თუ გაყიდვების შემდგომი მოხმარების პერიოდის. შესაბამისად, კომპანიები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე, რაც თავის მხრივ, გაყიდვების ზრდას გააძლიერებს იმ ბრენდებისათვის, რომლებიც ზუსტ ნიშნავს აირჩევენ და მაქსიმალურად დააკმაყოფილებენ ადამიანების საჭიროებებსა და სურვილებს. ვინაიდან, დღეს მხოლოდ იმიტომ, რომ ცნობილი საავტომობილო მწარმოებელია, მანქანა მარტივად ვეღარ მოიპოვებს პოპულარობას, არამედ მას სჭირდება სრულად შეესაბამებოდეს ადამიანების წარმოდგენებსა და მოლოდინებს.
იმისათვის, რომ ავტომობილების მწარმოებლებმა შემოსავალი მანქანების აპებიდან მიღებული სხვადასხვა სააბონენტო სერვისებით მიიღონ, მათ უნდა წაახალისონ ამ აპების მანქანაში გამოყენება. რაც ნიშნავს, მეტი ავტომატიზებული მანქანის გამოყენებას ბაზარზე. იმისათვის, რომ ეს რეალობაში მართლაც გადაითარგმნოს, მანქანამ უნდა იმოძრაოს რაც შეიძლება ხშირად და მგზავრების სრული უსაფრთხოება უზრუნველყოს. შესაბამისად, ავტონომიური მართვის (AD) პროგრამული უზრუნველყოფა, თუ ყველა შემთხვევაში არა, უმეტეს შემთხვევაში მაინც, მოქმედი უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ საგზაო მოძრაობის კანონები შესაძლოა მარტივი ჩანდეს ინტერპრეტაციისთვის, როდესაც მძღოლის ამპლუაში ადამიანი გვევლინება, თუმცა ეს ბევრად უფრო რთულია ავტომატიზებული მანქანებისთვის. მიუხედავად ამისა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) დომენში შთამბეჭდავი პროგრესის წყალობით, ინჟინრებს და დეველოპერებს შეუძლიათ გამოცადონ თავიანთი ალგორითმები სიმულაციურ გარემოში ისეთი რისკების გარეშე, სადაც ადამიანი მძღოლების უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრებათ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მეგაპოლისებში უკვე არც თუ ისე იშვიათია ავტომატიზებული მანქანები, რომლებიც ტაქსის მოვალეობას ასრულებენ.
გაიგეთ მეტი