CRX

გერმანული ავტომობილები: ძლიერი და სუსტი მხარეები

გერმანული ავტომობილები: ძლიერი და სუსტი მხარეები

გერმანული მანქანები ყოველთვის ერთმანეთისაგან განსხვავებულ ემოციებთანაა დაკავშირებული: ზოგ ადამიანს გერმანული მარკა ძალიან უყვარს, ზოგისთვის კი, შესაძლოა ითქვას, რომ მოწონებას ვერ იმსახურებენ. თუმცა, თუ ავტომობილის შეძენას ფიქრობთ, გერმანული მარკის მანქანა ისეთი ავტომობილია, რომლის ერთ-ერთ რეალურ ვარიანტად გათვალისწინება ნამდვილად ღირს. ვინაიდან, ნებისმიერი წლის ავტობაზარზე, გერმანული ხარისხი, კონკურენტებთან მიმართებით, მუდამ გამოკვეთილად ჩანს. 

წლებია, რაც გერმანია ავტომობილების წარმოების სამშობლოდ უცვლელად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი ყიდულობს გერმანულ მანქანას. მათ შორის, ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ბრენდებია: BMW, Mercedes-Benz, Porsche, Audi and Volkswagen. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, ვინც არც ამ ბრენდებს სწყალობენ. ამიტომაც, ამ ბლოგში, გერმანული წარმოების მანქანების შესახებ როგორც ძლიერ, ასევე სუსტ მხარეებსაც გაგაცნობთ:


  • ეკომეგობრულობა

გერმანული ავტომობილის ფლობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა, ალბათ, არის ის, რომ მათი სახით წარმოუდგენლად ეკომეგობრულ მანქანას შეიძენთ, რომელიც გარემოსთვის ნაკლებად საზიანოა. გემრანული ბრენდი Smart-ი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს ეფექტურობა. Smart-ი პირველი ელექტრო ავტომობილია, რომელიც გზებზე გამოჩნდა და მას შემდეგ, გერმანიამ ბევრი სხვა ეკომეგობრული ავტომობილიც გამოუშვა. 

  • დიდი გამოცდილება

1886 წელს, კარლ ბენცმა ავტომობილის პირველი პატენტი მიიღო, სწორედ ამ დროს, გერმანიაში პირველად გამოიგონეს ძრავის მქონე ავტომობილი. მას შემდეგ, ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილებს ქმნის და ავითარებს. იქედან გამომდინარე, რომ გერმანია ძალიან დიდი ხანია საავტომობილო ბიზნესშია, მწარმოებლებმა უნიკალური გამოცდილება დააგროვეს, რაც გერმანული მანქანების სანდოობასა და საიმედოობას განაპირობებს. 

  • შექმნილი ევროპული გზებისთვის

ამ ბლოგს რომ ამერიკის ბაზრისთვის ვწერდეთ, ალბათ, ეს მახასიათებელი მის სუსტ მხარეში ჩაითვლებოდა. თუმცა, ამ შემთხვევაში, დიდი უპირატესობაა, რომ გერმანელი მწარმოებლები ავტომობილის შექმნისას ამომავალ წერტილად გზების ევროპულ მოწყობას იღებენ. ამიტომაც, ავტომობილის დიზაინი სრულად მორგებულია საქართველოსთვის დამახასიათებელ ტრასებსა და გზებს. 

უფრო ზუსტად, ამერიკული გზები ევროპის გზებისგან საგრძნობლად განსხვავდება.  ამერიკისათვის დამახასიათებელი გზები, ხშირად, უფრო გრძელი, ღია და სწორია, რაც აჩქარების საშუალებას იძლევა. ევროპული გზები გაცილებით პატარაა და რეგულარულად გვხვდება მეტი მოსახვევი და გადასახვევი.

  • ექსკლუზიურობა

 ბევრი გერმანული კომპანია ექსკლუზიურ სატრანსპორტო საშუალებას აწარმოებს. რაც ნიშნავს, რომ მწარმოებლები ავტომობილის სხვადასხვა ვერსიებს განსხვავებული დიზაინის ან სიმძლავრის თვალსაზრისით ქმნიან.

 მაგალითად, Mercedes-ი ქმნის AMG-ის, რაც ბრენდის ძალიან მაღალი ხარისხის მანქანის მოდელია, თუმცა მერსედესს ასევე შეუძლია აიღოს C-კლასის კუპე და გადააქციოს ულტრაეფექტურ სუპერმანქანად. 

  • კომფორტი

 ზოგადად, ავტომობილების მწარმოებლები აქცენტს, უმეტესად, ავტომობილის სიმძლავრესა და სიჩქარეზე აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცუდი სულაც არ არის, ზოგჯერ სიჩქარისა და ძრავის გათვალისწინება კომფორტულობის ნაწილის დაკარგავს იწვევს.

ვინაიდან,  დაუწერელი კანონია, რომ ავტომობილის მართვა კომფორტული და სასიამოვნო გამოცდილება უნდა იყოს, გერმანელმა მწარმოებლებმა თავიანთ თავს დაუწესეს, რომ ნებისმიერი ავტომობილის შემქნისას სავარძლებისა და სივრცის კომფორტულობაზე ფოკუსირდებიან. 

  • შესანიშნავი მოძროაბა

 როდესაც საქმე მანქანის შერჩევას ეხება, ნებისმიერი ადამიანისთვის, უპირველესი პრიორიტეტი მანქანის მუშაობის ხარისხი უნდა იყოს. გერმანული მანქანები ფანტასტიკური მოძრაობითა და რბილი გადაადგილებითაა ცნობილი, რამაც წლების განმავლობაში, მათი უბადლო რეპუტაციის შექმნა განაპირობა. სწორედ ამის გათვალისწინებით, გერმანული ავტომობილის შეძენა ნიშნავს, ძალიან გამძლე და საიმედო ტრანსპორტის ფლობას, რომელიც წლებისა და ათასობით კილომეტრის გავლის შემდეგაც კი, თქვენი ერთგული თანამგზავრი იქნება. 

 

 

სუსტი მხარეები:


  • ელექტროობა

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო მანქანები გადაადგილების ძალიან მდგრადი და ეფექტური საშუალებაა, საგულისხმოა ისიც, რომ მათი სუსტი მხარე - ელექტროობასთან დაკავშირებული პრობლემებიც - კარგადაა ცნობილი. აქედან გამომდინარე, მეპატრონეს შედარებით უფრო ხშირად უწევს მანქანის შემკეთებელთან ვიზიტი, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. 

  • დეტალების სიჭარბე

შესაძლოა, ეს უცნაურადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოგიერთი გერმანული მანქანა ზედმეტადაა დატვირთული, რაც დიზაინის სისადავის შეგრძნებას გვაკარგვინებს. მაგალითად, ჭიქის დამჭერებისთვისაც კი სხვადასხვა ტიპის ხის მოპირკეთება, ან ავტომობილში განთავსებული LED განათებები. მსგავსი დეტალები, ძალიან ხშირია BMW-ესა და Mercedes-ის მარკის ავტომობილებში. 

  • საბურავები

 

ერთ-ერთი ელემენტი, რომელსაც გერმანული ავტომობილის სუსტ მხარედ ასახელებენ მანქანის საბურავების წარმადობასთან დაკავშირებული პრობლემებია. როგორც ცნობილია, ეს გამოწვეულია უფრო დიდი დისკებით და დაბალი პროფილის საბურავებით, რამაც ზოგჯერ, მეპატრონეს საგულისხმო პრობლემები შეიძლება შეუქმნას.